
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, თბილისის იუსტიციის სახლი შესაძლოა მიმდინარე წლის აპრილში გაიხსნას.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, სანამ არ დარწმუნდება, რომ არსებული დაზიანების გამო მოქალაქეებს პრობლემა არ შეექმნებათ, მანამდე შენობა მომსახურებას არ აღადგენს:
"მოქალაქეთა დარბაზზე პირდაპირ ე.წ. ფოთოლი ჰკიდია, რომლითაც სახურავის ნაწილია გადახურული და თუ არ ვიქნებით დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენს მოქალაქეებს არაფერი საფრთხე დაემუქრებათ, რა თქმა უნდა, მანამდე დარბაზი ვერ გაიხსნება. მე შემიძლია ვივარაუდო, რომ აპრილის პირველ ნახევარში ჩვენ მზად ვიქნებით, რომ დარბაზი გაიხსნას", - განაცხადა თეა წულუკიანმა.