-
2014-02-14 14:14
სააპელაციო სასამართლოში ე.წ. შვიდი სპეცრაზმელის საქმეზე პროკურატურის საჩივრის განხილვისას თავდაცვისა და შს საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სიტყვა წარმოთქვა.
მან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და ხელისუფლების ქმედებები ელცინის რუსეთს შეადარა:
"რასაც ივანიშვილის ხელისუფლება აკეთებს და კერავს საქმეებს, ხდებოდა ელცინის რუსეთში. გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, როგორ დაძრწიან პროკურორები გარკვეულ პირებთან და აიძულებენ ცრუ ჩვენების მიცემას. გვაქვს კონკრეტული მტკიცებულები, როგორც აკეთებენ ამას. ეს ხელისუფლება, რასაც აკეთებს, ყველაფერი ემსახურება ხალხის ხელახლა შოკირებას. მათთვის მთავარი ამოცანაა, ბრალის წაყენება და ზუსტად იციან, რომ განაჩენი ფალსიფიცირებული მტკიცებულებებით არ დადგება გამამტყუნებელი. ჩემს წინააღმდეგ 7 ბრალდებაა წარდგენილი და ყველამ კარგად დაინახა, რომ უმრავლესობაში გავმართლდით და ეს იყო შეთითხნილი ბრალდებები", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2015-09-21 04:57
-
2015-04-17 23:47
-
2015-03-27 15:40
-
2015-02-23 01:38