პრემიერმინისტრი: ევროპაში ჩენი მთავრობის კრიტიკა არ მომისმენია

Image

საქართველოს პრემიერმინისტრი საქართველოს ევვროპული მიმართულების შესახებ საუბრობს. თეა სიჭინავას გადაცემა „პოლიტიკის დროში“ ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნჰენში მისი ვიზიტის შესახებ კომენტარი გააკეთა.

 

მისივე თქმით, საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში შეუქცევადი პროცესია და ამ ყოველივეს ხელს ვერავითარი ბარიერი ვერ შეუშლის: „ევროპამ და ზოგადად, მსოფლიომ დაინახა და დარწმუნდა, რომ საქართველოს ჰყავს კონსტრუქციულ დიალოგზე ორიენტირებული მთავრობა და ხელისუფლება, მათ ეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნათლად დაინახეს და ერთხმად აღიარებენ საქართველოს მიერ მიღწეულ აშკარა პროგრესს.

 

ისინი კარგად ხედავენ, რომ ჩვენ რთული ცხოვრების წესის მართვა შევძელით, რომელსაც ე.წ. კოაბიტაცია ჰქვია. ისინი ამ ყოველივეს პოზიტიურად აფასებენ. ისინი პოზიტიურად აფასებენ ასევე საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ მიღწეულ რეალურ შედეგებს ხელისუფლების მიღწევებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

 

მე არცერთი ოფიციალური პირისგან კრიტიკული შეფასებები გასული წლის მიღწევებთან დაკავშირებით არ მომისმენია. რაც შეეხება საქართველოს მიმართ გაათმაგებულ ინტერესს, რეალურად ჯერ კიდევ მიუნჰენში გამოიკვეთა. ის ფაქტი, რომ ბაროზომ დამიდასტურა, ისინი მზად არიან ყველა რეკორდი მოხსნან და აგვისტოს თვეში ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერონ.

 

საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი ამ პროექტში. მოლდოვაშიც საინტერესოდ ვითარდება სიტუაცია. ჩვენ მართლაც გამოკვეთილი ლიდერი რეგიონში და ამ პროექტში, შესაბამისად ევროპისგან გაათმაგებული ინტერესი გამოიკვეთება.

 

მე პირადად არაერთხელ განვაცხადე, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი, ეს არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი და ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვართ წახალისებული საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით. აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია გახდა შეუქცევადი და ჩვენ ნათლად დავადასტურეთ, რომ ეს პროცესი არ გადაიხედება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !