ირაკლი ღარიბაშვილი გეგუთის ინციდენტზე: კეთილი ინებოს ყველამ და კანონს დაემორჩილოს

Image

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გეგუთის „მცირე ინციდენტი“ არ უნდა მომხდარიყო, რადგან პატიმრებისთვის არ არსებობს მიზეზები, რის გამოც შეიძლება მათ თვითდაზიანება მიიყენონ.

 

პრემიერმინისტრი ასევე აცხადებს იმ ვარაუდის შესახებ, რომ გეგუთის პროცესები გარედანაც არის მხარდაჭერილი: "მქონდა საუბარი შინაგან საქმეთა მისინსტრთან, რომლისგანაც მივიღე ინფორმაცია, რომ სამწუხაროდ გარედანაც არის მსგავსი პროვოკაციები მხარდაჭერილი სხვადასხვა ინდივიდების, ოდიოზური პიროვნებების მიერ, ეს უნდა იქნას გამოძიებული და ყველა მსგავის პიროვნება პასუხისგებაში იქნეს მიცემული.

 

უპრეცენდენტო ამნისტის შედეგად, ჩვენ 15 ათასამდე პატიმარი გავათავისუფლეთ, ვინც დარჩა, მათ სასჯელი უნდა მოიხადონ. როგორც მინიმუმ, ეს არის ძალიან დიდი უმადურობა ამ პატიმრების მხრიდან გამოხატული ხელისუფლების მიმართ, რადგან ჩევნი მოსვლით წერტილი დაესვა იმ უსამართლობას რაც ციხეებში არსებობდა", – ამბობს მთავრობის მეთაური.

 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოზარ სუბარის პირობებში ციხეში ვითარება კარდინალურად შეიცვალა: „მან პატიმრებს ჯოჯოხეთი სამოთხედ უქცია“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

 

პრემიერმინისტრმა გეგუთის ინციდენტის მონაწილეებსაც მიმართა:

 

„მინდა მივმართო მათ: არსებობს წესი და არსებობს კანონი. კეთილი ინებონ და დაექვემდებაროს ყველა ამ კანონს. ჩვენ ვართ სახელმწიფო და სახელმწიფო ვერ იცხოვრებს, ვერ იმოქმედებს რომელიმე პატიმრის რადიკალური გამოხტომების მიხედვით. მე მესმის მათი განწყობა, რომ უნდათ, მალე გავიდეს დრო, მაგრამ ადამიანმა დანაშაული არ უნდა ჩაიდინოს და თუ ჩაიდენს, მან სასჯელი უნდა მოიხადოს საპატიმროში...“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !