გოჩა მირცხულავა ხელისუფლებას: "რამე თქვით, პლზ... ტეხავს სხვანაირად..."

Image

სააგენტო "ჯი ეიჩ ენისა" და ჟურნალ "პრემიერის" დამფუძნებელი გოჩა მირცხულავა, რომელმაც "რეაქციის" დახურვა ერთერთმა პირველმა იწინასწარმეტყველა, ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს და მოუწოდებს, კომენტარი გააკეთონ და რაიმე თქვან.

 

"თითქმის ვერსად გადავაწყდი ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარებს „იმედთან“ დაკავშირებით. (კობახიძე არ ითვლება. ის ნანობს იმას, რომ ეთერი დაკარგა). ვისაც მივმართეთ, ყველა უარზეა. მერე ადგებიან და მოგთხოვენ - დაბალანსებული ინფოო. ნუ, გასაგებია კომენტარის შინაარსი - კერძო ტელევიზიაა და ხელისუფლება ვერ ჩაერევა...

 

მაგრამ თქვით ვინმემ ეს, თქვით! შეაქეთ გრიგოლია, რომ მაგარია და უსამსახუროდ არ დარჩება. აღნიშნეთ, რომ სიტყვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება - საქართველოში გიჟიც და სიტყვაც თავისუფალიათქო. ანუ, ორივე ავადაა, რა...

 

კიდევ ის თქვით, რომ "რეაქციის" დახურვის, "რუსთავი 2"-ის ახევის, "მაესტროს" დამორჩილების გადაწყვეტილება, ისევე როგორც ინტერნეტმედიისა და პრესის მართვის „გონივრული სტრატეგია“ ჯერ კიდევ შარშან შემოდგომაზე შეიმუშავეთ. მერე გარემოებებმა შეგიშალათ ხელი და ივნისში კვლავ განაახლეთ თქვენი გეგმა. მოკლედ რამე თქვით პლზ. ტეხავს სხვანაირად...", - წერს გოჩა მირცხულავა. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !