
ამერიკელი ბობსლეისტი ჯონ ქუინი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ სოჭის სასტუმროს ნომერში კარი ჩაეკეტა, დღეს ლიფტში გაიჭედა.
მასთან ერთად ლიფტში ამერიკის ნაკრების ერთი წევრი და ტექნიკური დირექტორიც იმყოფებოდნენ. მომხდარის სესახებ სამივე ამერიკელმა „ტვიტერზე“ დაწერა:
„არავინ დაიჯერებს, მაგრამ ამჯერად ლიფტში გავიჭედეთ“, – დაწერა ქუინმა.
„რა თქმა უნდა, მეც ქუინის კამპანიაში ვიყავი. ლიფტის კარმა დაიჩხაკუნა და გაჩერდა“, – მხარი აუბა მას ქანინგემმა.
„ახლა ჩვენ ლიფტში გავიჭედეთ. საინტერესოა, გამოგვიყვანს აქედან ქუინი?“, – დააგვირგვინა კრიპსმა.
როგორ გამოვიდნენ ამერიკელები ლიფტიდან, ამის შესახებ არაფერია ცნობილი, რადგან ახალი ტვიტი მიკრობლოგზე არ გამოჩენილა.