
საქართველოში კრიმინალური ფონის დამძიმებას ისიც ადასტურებს, რომ ზედიზედ იქურდება ეკლესია-მონასტრები.
ამჯერად სამეგრელოში კორცხელის დედათა მონასტერი გაქურდეს.
დამნაშავეებმა ღვთისმშობლისა და წმინდა ნიკოლოზის ხატებიდან შემოწირული ძვირფასეულობა ჩამოხსნეს.
წაღებულია ძვირად ღირებული ოქროს ჯაჭვი, საათი და სამჯურები. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და აღძრულია სისხლის სამსართლის საქმე.
ეს კორცხელის დედათა მონასტრის გაქურდვის უკვე მეორე შემთხვევაა.