
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მისი დაპირების მიხედვით, წელიწადში ასი საწარმო კი არ უნდა გახსნილიყო, არამედ უნდა შექმნილიყო.
„მოქალაქის“ პრეზენტაციაზე ყოფილმა პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საწარმოებზე დაპირებასთან დაკავშირებით იმაზე მეტი გაკეთდა, რაც დაპირება იყო:
„ასზე მეტი საწარმოა დაფინანსებული და ამის გადამოწმება აქვე სეგიძლიათ. მე კონკრეტული მონაცემები არ წამომიღია, არ მეგონა, თუ ამ კითხვას დამისვანდით“, – მიმართა მან „მაესტროს“ ჟურნალისტს, რომელმაც იმ მოქალაქეების პოზიცია გააცნო, რომლებსაც ივანიშვილთან კითხვები ჰქონდათ:
„თქვენ უნდა დაეხმაროთ რესპოდენტს კითხვის გარღმავებაშიც კი, თუ ეს საჭიროა. შეგახსენებთ, არაა ისე, რომ თქვენ შეგიძლიათ რაღაც გაისროლოთ და მერე მე ვეძებო, სად წავიდა თქვენი ნასროლი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
„მაესტროს“ ჟურნალისტს ბიძინა ივანისვილმა კორექტულობისკენაც მოუწოდა:
„თქვენ მოგიწოდეს, რომ თითო კითხვა დაგესვათ და ამასაც არ აკეთებთ, იყავით კორექტულები, გაუწიეთ ანგარიში კოლეგებს...“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.