-
2014-01-29 15:19
მეტრო „ნაძალადევის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია.
„ზონანიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორმა მამაკაცმა ახალგაზრდა გოგონას თავში აგური ჩაარტყა, ჩანთა გასტაცა და მიიმალა. როგორც ცნობილია, თავდამსხმელები გოგონას უთვალთვალებდნენ.
როგორც „აფხაზეთის ხმას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე 179-ე მუხლით არის აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. როგორც ცნობილია სათვალთვალო ვიდეომასალებიდან ამოღებული ვიდეოკადრების შედეგად, დამნაშავეები სამართალდამცავებმა დააკავეს.