-
2014-01-29 09:48
იმ შემთხვევაში, თუ დედაქალაქის ბიუჯეტის მიღება ისევ გაიწელება, 600 ათასი თბილისელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის დაწესებული შეღავათით ვერ ისარგებლებს.
ამის შესახებ თბილისი მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ გადაცემა „არჩევანში“, ბიუჯეტის შესახებ დებატების დროს, ირაკლი შიხიაშვილთან ერთად გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.
„ თუ ეს პრობლემები გაიჭიმა, ჩვენი გათვლებით, თებერვლის ბოლომდე ასე ვერ მივაღწევთ. პრობლემა ასევე შეექმნება ბაგა-ბაღებს, რადგან არამც თუ რეფორმა და ახალი ბაღების აშენება იქნება შესაძლებელი, ჩვენ 4 ბაღის პროექტი გვქონდა და 2 უკვე სექტემბრისთვის უნდა ჩაგვებარებინა ბიუჯეტის დამტკიცების შემთხვევაში, მარტიდან კი ბავშვთა კვებისა და პედაგოგთა კვების საკითხი მწვავედ დადგება, 200–ზე მეტ ბაღზეა საუბარი, ეს ცოტა არ არის ბაღს”, - განაცხადა უგრეხელიძემ.