
ძლიერი ნისლის გამო ოთხი რეისი ვერ შესრულდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
ვარშავიდან მომავალი თვითმფრინავი თბილისის ნაცვლად ქუთაისში დაეშვა, „პეგასუსის“ ავიალაინერი სტამბულიდან არც გამოფრენილა, ხოლო „თურქიშის“ თვითმფრინავი კი თბილისიდან უკან გაბრუნდა.
კიდევ ერთი რეისი თბილისიდან ანკარაში და შემდეგ კი მიუნხენში შედგა. მგზავრებს ბილეთები გადაუცვალეს, რეისები ამინდის გაუმჯობესებისთანავე შედგება.