-
2014-01-29 01:04
თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი შიხიაშვილს მედროვე უწოდა.
უგრეხელიძის განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობის დაკომპლექტებისას ადგილი ჰქონდა ანგარებასა და დაშინებას:
„აღარ აქვს მნიშვნელობა იმაზე საუბარს, თუ როგორ დაკომპლექტდა საკრებულოს უმრავლესობა. იყო ანგარება, დაშინება და ბევრი სხვა რამ. მე არასდოს ვიზიარებდი შემწყნარებლობას მედროვე ადამიანების მიმართ.
როდესაც თქვენ მე მიწოდებთ მარიონეტს, მეც მინდა გკითხოთ ბატონო ირაკლი, მერამდენე პარტიაა, რომლის სახელითაც თქვენ კენჭი იყარეთ? ჯერ ,,მრეწველებში“ იყავით, მერე ,,მემარჯვენეებში“, ბოლოს ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგასაქმათ, 2008 წლიდან 2012 წლამდე.
ამ მედროვეობაზე ვსაუბრობ, ბატონო ირაკლი, მე ასე მიმაჩნია, რომ მედროვეობა არის ძალიან ცუდი,“- განაცხადა უგრეხელიძემ გადაცემა ,,არჩევანში“ სტუმრობისას.