-
2014-01-28 23:13
„აფხაზეთის ხმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მეტროს სადგურ „ნაძალადევთან“ მდებარე „ნიკორას“ საფირმო სუპერმარკეტში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, კომპანიის პრესსამსახური ადასტურებს და დამატებით განმარტებას აკეთებს.
„ვადასტურებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, მეტროს სადგურ „ნაძალადევის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე „ნიკორას“ სუპერმარკეტში ნამდვილად იყო გამოძახებული საპატრულო პოლიცია.
მომხმარებლის განცხადებით, მას ეჭვი ჰქონდა, რომ შოკოლადის ფილა „ალპენ გოლდი“, რომელსაც გამოშვების თარიღი ქართული ანოტაციის სტიკერით ჰქონდა დაფარული, ვადაგასული გახლდათ. პატრულის თანდასწრებით, სუპერმარკეტის პერსონალმა შოკოლადის ფილას მოაცილა ანოტაციის სტიკერი და დარწმუნდა, რომ პროდუქტი 2013 წლის ნოემბერში გახლდათ გამოშვებული - ვადა კი 9 თვე, ანუ 2014 წლის აგვისტოს ჩათვლით აქვს.
შესაბამისი ფოტოები გადაღებულ იქნა პარტულის მიერ, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლებმა სუპერმარკეტის პერსონალს ბოდიშიც მოუხადეს“, – აცხადებენ კომპანიის მარკეტინგის სამსახურში.
შეგახსენებთ, რომ სუპერმარკეტში პოლიციის გამოძახების შესახებ ინფორმაცია "აფხაზეთის ხმამ" დაახლოებით ერთი საათის წინ გაავრცელა.