თბილისის აეროპორტში დაკავებული "კანონიერი ქურდი" ვალიკო მჟავიაა(ვიდეო)

1970 წელს დაბადებული ვალიკო მჟავია, მეტსახელად "ვალო" - სწორედ ეს ე.წ. კანონიერი ქურდი აიყვანეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს წარმომადგენლებმა 2016 წლის 19 იანვარს. 

>>>

მამაკაცმა, რომელმაც 13 ივნისის სტიქიის ღამეს უამრავი ცხოველი გადაარჩინა, თავი მოიკლა

30 წლის ირაკლი იმნაძემ 18 იანვარს, აღმაშენებლის გამზირზე თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. ის, რომ აღმაშენებლის გამზირზე ნაპოვნი ცხედარი ნამდვილად ირაკლი იმნაძისაა, შსს-მაც დაადასტურა. 

>>>

ახალი შს მინისტრი, შესაძლოა, ანზორ ჩუბინიძე გახდეს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი გენერალ-მაიორი ანზორ ჩუბინიძე, შესაძლოა, შს მინისტრად დაინიშნოს, - ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალებამ ექსკლუზიურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.

>>>

იმნაძე: ახლა რაც გრიპია, ყველა არის H1N1, ამიტომ მიმართეთ ექიმს დროულად

"დროულად მივმართოთ ექიმს, თუ რაიმე პრობლემები გვაქვს, იმიტომ, რომ ახლა რაც გრიპია, ყველა არის H1N1" - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე. ის მენეჯერებს მოუწოდებს, სამსახურებში არ დაუშვან ავადმყოფი თანამშრომლები.

>>>

"გირჩმა" ეკონომიკური პროგრამა გამოაქვეყნა

ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" ეკონომიკურ პროგრამას აქვეყნებს, ამასთან, აცხადებს, რომ მზად არის, დეტალური პროგრამა განიხილოს ახალგაზრდებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე მთავრობასთან ან ნებისმიერ პარტიასთან რომელსაც ასეთი სურვილი ექნება.

>>>

აშშ-ში მოთამაშე ზურაბ ცისკარიძის გოლი 70 იარდის მანძილიდან (ვიდეო)

ქართული წარმოშობის ფეხბურთელმა ზურაბ ცისკარიძემ ამერიკის საფეხბურთო ლიგის მეორე დივიზიონში გოლი შორი მანძილიდან, 65 მეტრის (დაახლ. 70 იარდი) სიშორიდან გაიტანა.

>>>

რატომ იხსენებდა "ადგილ-ადგილ" ბიძინა ივანიშვილი ბიძინა კუჭავას

გაზეთი "ქრონიკა პლუს" აქვეყნებს სტატიას, სადაც განხილულია პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის ვერსიები. ამასთან, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, გაზეთი დღემდე უცნობ ვერსიებსა და დეტალებზეც წერს. 

>>>

ცხინვალში დაკარგულ რუს სამხედროს ეძებენ

ცხინვალთან რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიკარგა. ძებნაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავებიც არიან ჩართული. გაუჩინარების მიზეზები დაუდგენელია. 

>>>

საქართველოში რუსეთმა, შესაძლოა, ის გაიმეოროს, რაც ყირიმში გააკეთა

საქართველოში რუსეთმა, შესაძლოა, იგივე გააკეთოს, რაც ყირიმში გააკეთა, - განაცხადა ”ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის ყოფილ ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ. მისი თქმით,  საქართველოს უსაფრთხოების ასამაღლებლად, ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერება მთავარი ამოცანა უნდა იყოს. 

>>>

ვეტერანთა ჰოსპიტალი დაფინანსების გარეშე - თანამშრომლები და ვეტერანები აქციებზე ფიქრობენ

ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი დაფინანსების გარეშე დარჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰოსპიტალი, რომელიც უფასოდ ემსახურებოდა ვეტერანებს, უქმდება. შესაბამისად, სამსახურის გარეშე რჩება 170-დე თანამშრომელი. ჰოსპიტლის მედპერსონალი უკან დახევას არ აპირებს და ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადება. 

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?