გუგული მაღრაძემ სტრასბურგში ჩიორა თაქთაქიშვილი საქართველოს დამცირებასა და შერცხვენაში დაადანაშაულა. "გააპაზორე საქართველო კიდევ ერთხელ", - ასე მიმართა მან უმცირესობის წევრს, როცა ის ინტერვიუს მისაცემად ემზადებოდა.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილის ადამ შუბინის განცხადება იმის თაობაზე, რომ ვლადიმირ პუტინი კორუმპირებული პრეზიდენტია, ვაშინგტონის ოფიციალური პოზიციაა, - ამის შესახებ 28 იანვარს გამართულ ბრიფინგზე თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა.
იური ვაზაგაშვილის გარდაცვლებიდან ერთი წლის შემდეგ, პროკურატურამ ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებული ფირცხალავას დნმ-ის ანალიზი მოითხოვა. ამას ისიც დაემატა, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა იური ვაზაგაშვილის საქმის მთავარი მოწმე, ირინა გოგილაშვილი,რომელიც ვაზაგაშვილების საგვარეულო სასაფლაოს უვლიდა.
ზურაბ ენდელაძე, იგივე "ზურა კუტაისსკი" დააკავეს მოსკოვში, აეროპორტ "შერემეტიევოში", როცა ის იქ ნაცნობს ხვდებოდა. ამის შესახებ რუსეთის შს-ს მოსკოვის განყოფილების პრესცენტრი იტყობინება.
როტვეილერის ჯიშის ძაღლები და შუააზიური და კავკასიური ნაგაზები ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებული რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის დაცვაში იქნებიან ჩართული. ამ ეტაპზე ძაღლების საწვრთნელი ეტაპი მიმდინარეობს, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
აშშ-ის არმიის ევროპის სამეთაურო შტაბმა (USEUCOM) განაახლა თავისი სტრატეგია, რომელიც ევროპაში უსაფრთხოებას უკავშირდება. Military Times-ის ცნობით, სტრატეგიაში რუსეთის აგრესია ოფიციალურადაა მიჩნეული ევროპისთვის მთავარ საფრთხედ.
ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა, რომელიც ცნობილია, როგორც ლგბტ პირების უფლებათა დამცველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა, რათა სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა, სადაც განმარტებულია, რომ „ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა“, ძალადაკარგულად იქნას ცნობილი.
ნიჟეგოროდსკის "ვოლგასა" და ერევნის "არარატს" შორის დაგეგმილი ამხანაგური მატჩი ფეხბურთში, რომელიც სოხუმში უნდა ჩატარებულიყო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამისნისტროს ცარევით ჩაიშალა", - ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იტყობინება.
ევროკავშირის მიერ 2015 წელს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადადგმული ნაბიჯების კვალდაკვალ, ნატო განიხილავს შესაძლებლობას, ალიანსის ფარგლებში შეიქმნას სპეცდეპარტამენტი, რომლის მიზანი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.
ვარკეთილში, შუამთის ქუცაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.