-
2016-02-03 23:31
წლების წინ გადაღებულ ქვედა თანდართულ, პირველ ფოტოზე ბრაკონიერების მიერ მოკლული დათვის გატყავების პროცესია აღბეჭდილი. ფოტო სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში, დღევანდელი სუს-ის საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის, ადრე კახეთის პროკურორის ხვიჩა ბეგიაშვილის ავტოფარეხშია გადაღებული.
ფოტოზე გამოსახული პირები ხვიჩა ბეგიაშვილის მეზობლები არიან. ფოტო „აფხაზეთის ხმას“ ექსკლუზიურად მიაწოდა მისმა ავტორმა, პროცესის თვითმხილველმა, რომელმაც დაამატა, რომ ის ახლახან, არქივში შემთხვევით აღმოაჩინა.
მისივე თქმით, ხვიჩა ბეგიაშვილის ძმა, ზურაბ ბეგიაშვილი დღეს გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის განყოფილებაში მუშაობს და დათვზე სანადიროდ ახლაც დადის. ხშირად მას დათვს ან სხვა რომელიმე გარეულ ცხოველს ძმის სამსახური უკვეთავს. ზურაბ ბეგიაშვილს სანადიროდ წასული ძალოვანთა მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკოსებისთვისაც გაუწევია მეგზურობა.
ხვიჩა ბეგიაშვილი დღესაც მასპინძლობს და სანადიროდ ეპატიჟება თავისი შვილის ნათლიას გოგი თოფაძეს და საზოგადოებაში ცნობილ სხვა სახეებს სანადიროდ. შორს ვართ იმის მტკიცებისგან, რომ ყველა ნადირობა ბრაკონიერულია, მაგრამ ფაქტია, ნახევრად გატყავებული დათვი ბეგიაშვილების ავტოფარეხში უკვე აშკარაა კანონდარღვევის ამსახველი ფაქტია.