"გირჩის" ლიდერები დამფუძნებელ ყრილობასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ

ხვალ, 5 აპრილს, 11:00-ზე "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" სათაო ოფისში ზურაბ ჯაფარიძე და გირჩის ლიდერები გამართავენ ბრიფინგს.

>>>

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რეზოლუციის პროექტს "ნადია სავჩენკოს პატიმრობის შესახებ“ მხარი დაუჭირა

საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ წარმოდგენილი „უკრაინის უმაღლესი რადას წევრის ნადია სავჩენკოს პატიმრობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი განიხილეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა, რომელსაც მხარი ერთხმად დაუჭირეს. 

>>>

„აბა, სცადონ!“ - სომხეთი ბაქოს მუქარას პასუხობს, სარგსიანი კი ტაძარში ლოცულობს

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ბრძანება გასცა, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანონ ქვეყნის შეიარაღებული ძალები, მათ შორის სარაკეტო-საარტილერიო დანაყოფები და მოემზადონ თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დედაქალაქ ხანქენდზე (სომხური ტოპონიმიკით - სტეფანაკერტი) გამანადგურებელი იერიშის მისატანად, ბაქოს მუქარას სომხურმა მხარემ უპასუხა.

>>>

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა და "გამანადგურებელი იერიში" დაანონსა

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ გასანოვმა სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა და არმიას მოუწოდა, მოემზადოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი მოწინააღმდეგის ძალებზე გამანადგურებელი იერიშის მისატანად.

>>>

ოფიციალურმა ბაქომ ყარაბაღში მოწინააღმდეგის შტაბის განადგურების ამსახველი კადრები გაავრცელა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამოინისტრომ, ადრე გავრცელებული ინფორმაციის დასადასტურებლად გაავრცელა კადრები, სადაც, აღწერის მიხედვით, ნაჩვენებია ოკუპირებულ ტერიტორიაზე სომხეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო-საშტაბო პუნქტის აფეთქება.

>>>

ერდოღანი: ერთხელაც, ყარაბაღი აუცილებლად გახდება აზერბაიჯანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯიბ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დაწყებიდანვე უჭერდა მხარს აზერბაიჯანს და ახლაც ამ პოზიციაზეა. 

>>>

ოფიციალური ბაქო 170 სომეხი სამხედროს დაღუპვის შესახებ იტყობინება

აზერბაიჯანის ტავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად იტყობინება, რომ ბოლო საათების განმავლობაში მოწინააღმდეგის 12 ერთეული ჯავშანტექნიკა და ცოცხალი ძალა - 170-დე ჯარისკაცი გაანადგურა. 

>>>

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: განადგურებულია სომხეთის სამეთაურო-საშტაბო პუნქტი

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ოფიციალურად ავრცელებს განცხადებას მთაინი ყარაბაღის ტერიტორიაზე მოქმედი სომხური სამეთაურო-საშტაბო პუნქტის განადგურების შესახებ.

>>>

The Guardian-ის თანარედაქტორი 2013 წელს: „სკანდალურ სიაში იქნება სახელები საქართველოდან“

„გარდიანის“ საგამოძიებო განყოფილების რედაქტორმა დევიდ ლეიმ ტელეკომპანია „დოჟდს“ ჯერ კიდევ 2013 წლის აპრილში უამბო ამერიკელ კოლეგებთან ერთობლივი მუშაობის შესახებ, რომლის შედეგიც გახდა გამოცემაში გამოქვეყნებული სტატია „გაჟონვა“, სადაც, ლეის თქმით, მათ ხელთ არსებული მასალების მხოლოდ მცირე ნაწილი გამოქვეყნდა.

>>>

აზერბაიჯანი - ყარაბაღს, მოლდოვა - დნესტრისპირეთს, საქართველო - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, უკრაინა კი - ყირიმსა და დონბასს დაიბრუნებენ

უკრაინელი პოლიტოლოგი იგორ პონომარი კიდევ ერთხელ იმეორებს მის ადრინდელ პროგნოზს იმის შესახებ, რომ 2016 წელი ის წელია, როცა ზოგი კონფლიქტი გამწვავდება მისი დასრულების წინაპერიოდში. 

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?