„რას აკეთებენ ეს თავგადაპარსული შეიარაღებულები? თქვენ ბანდიტები ხართ!“ - სააკაშვილმა თხილის მაფია ამხილა

Image

ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პოლიციის უფროსთან და ჟურნალისტებთან ერთად ზაპოროჟიეში ჩავიდა, სადაც შემოსავლების სამსახურმა, ყოველგვარი ნებართვის გარეშე ერთ-ერთი ექსპორტიორის მიერ შესყიდული 70 ტონა თხილი (180 ათასი აშშ დოლარის ღირებულების) დააყადაღა და მისი გატანა დაიწყო. 

 

ქალაქ იუჟნიში მისულ გუბერნატორს ფირმის კუთვნილი ტერიტორია სპეცრაზმელების მიერ ალყაშემორტყმული, თხილი კი სათავსოდან გატანილი და სატვირთო მანქანებში ჩატვირთული დახვდა. გაირკვა, რომ არ წინადღეს, როცა ჩატვირთვა დაიწყო და არც დღეს იქ მისულ პირებს თხილის გატანის ნებართვა არ ჰქონდათ და არც ოქმი შეუდგენიათ.

 

დამხვდურები სააკაშვილს გაეცნენ, როგორც გამომძიებლები, რომლებმაც განუმარტეს, რომ სასამართლოს დადგენილების საფუძველზე მოქმედებდნენ:

 

„მეც იურისტი ვარ, თქვენ სასამართლომ მოგცათ ნებართვა, შეხვიდეთ საწარმოში და ამოიღოთ დოკუმენტაცია, სხავადასხვა ტექნიკა, მეხსიერების ბარათები... სად წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომ თქვენ საწყობიდან თხილის გატანისა და სხვაგან გადატანის უფლება გაქვთ?“, - ამ შეკითხვაზე სააკაშვილმა პასუხი ვერ მიიღო, ხოლო ადგილობრივი ფირმის ხელმძღვანელობამ განმარტა, რომ იმ პირთან, ვის საწარმოშიც თითქოსდა ხდებოდა ამოღებული თხილის გადატანა, დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, ამასთან დოკუმენტებში დიდი რაოდენობით თხილის დროებითი მოთავსების ადგილად მითითებული იყო საწყობი, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მდებარეობს:

 

„ეს არის კლასიკური თხილის მაფია, რომელშიც სახელმწიფო სტრუქტურები არიან ჩარეული: ყოველგვარი ნებართვის გარეშე მათ გადატვირთეს მანქანებში დასაწყობებული თხილი, გაიტანენ ყირიმში და ის გაქრება“, - უთხრა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს.

 

ადგილობრივებმა სააკაშვილს ისიც აცნობეს, რომ გამომძიებლებთან და სპეცრაზმელებთან ერთად ადგილზე მივიდნენ „დაკუნთული, შეიარაღებული „ტიტუშკები“, რომლებიც აშინებდნენ და უხეშად ექცეოდნენ ფირმის თანამშრომლებს. ამის შემდეგ სააკაშვილი ხალხის მიერ ნაჩვენებ მანქანებთან მივიდა და მათ მფლობელებს გაესაუბრა, რომლებსაც იარაღის ტარების ნებართვა, მანქანაში კი პისტოლეტი და ე.წ. „დრაბავიკები“ აღმოაჩნდათ.

 

მათ განაცხადეს, რომ შემთხვევითი გამვლელები არიან, რამაც შეკრებილებში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია: „ვფიქრობ, პოლიციამ უნდა დაადგინოს ამ ადამიანების ვინაობა, რომლებიც მოვიდნენ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებთან ერთად და აშინებენ ხალხს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, შემდეგ კი ისევ გამომძიებლებთან დაბრუნდა და მათ „ბანდიტები“ უწოდა:

 

„ვინ არიან ის თავგადაპარსული შეიარაღებულები, თქვენთან ერთად რომ მოვიდნენ? ვინ ტვირთავდა მანქანებს, ვინ დაიქირავა მტვირთავები და რა ფული გადაუხადეთ მათ ჯიბიდან, რა, მივლინების თანხაში შედიოდა ეს ფული? გეკითხებით, ვინ არიან ეს შეიარაღებულები? არ იცნობთ? იდიოტი გგონივართ? თქვენ ხართ ბანდიტები, რომლებიც ძარცვავთ ხალხს და რომლებიც უსინდისოდ იტყუებით ჩემს წინაშე, ამდენი ხალხის წინაშე და სრულიად უკრაინის ხალხის წინაშე!

 

გადაუღეთ ამათ კარგად, რომ უკრაინა იცნობდეს თავის გმირებს! მთელი საგადასახადო სტრუქტურა ჩაფლულია თხილის მაფიაში და ძარცვაში, თქვენ ხართ ბანდიტები და ისინიც ბანდიტები არიან, ვინც თქვენ აქ გამოგგზავნათ!...“ - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა გამომძიებლებს, რის შემდეგაც უკვე დატვირთულ, ბოქლომდადებულ „ფურასთან“ მივიდა და განაცხადა: „მათ არა აქვთ არანაირი საბუთი, ისინი სჩადიან უკანონობას, მე ვფიქრობ, ამ მანქანების საბარგული უნდა გავაღოთ...“ - ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, მანქანებიდან თხილი ისევ გადმოტვირთეს, ხოლო ფირმის წარმომადგენლები საწყობებში შევიდნენ. 

 

ზაპოროჟიეში მომხდარი ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეო მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !