-
2016-04-15 14:45
თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა სულხან წულაძეს, რომელსაც ინტერნეტაქტიური პირები "ტბილისი ფორუმიდან" იცნობენ, როგორც იუზერს "სპლიყვი".
სულხან წულაძე სწორედ "თბილისის ფორუმზე" გამოქვეყნებული პოსტის გამო დააკავეს, სადაც ის ხუმრობით წერდა, რომ ამზადებდა თავდასხმას საქართველოში აშშ-ის საელჩოზე. წინასწარი ინფორმაციით, სამართალდამცველებს აშშ-ის საელჩომ მიმართა.
სულხან წულაძე "თბილისის ფორუმზე" მსგავსი ე.წ. ტროლინგით ადრეც გამოირჩეოდა, ფორუმელები მიიჩნევენ, რომ მისი ხუმრობები საზოგადოებისთვის საშიში არ იყო და რომ ხუმრობის გამო ფორუმის იუზერები არ უნდა ისჯებოდნენ.
ფორუმზე უკვე გაიხსნა სულხან წულაძის მხარდამჭერი თემა, იგეგმება პეტიციის გავრცელებაც. პოსტი, რომელიც "სპლიყვმა" "თბილისი ფორუმზე" ხუმრობით დაწერა, ამ დროისთვის უკვე წაშლილია.