ლევან გვაზავა: ეს ხელისუფლება სადაც უნდა წავიდეს, ყველგან მიუკაკუნებენ კრიმინალები და ეტყვიან, ჩვენი ვალი გაქვთო...

Image

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა „ქართულ გაზეთთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში არსებულ პოლიტიკურ რეალობას მიმოიხილავს და კონკრეტულად, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და კრიმინალური სამყაროს ლიდერების ურთიერთობაზე ამახვილებს ყურადღებას.

 

„თავიდანვე, მოვიდა თუ არა ეს მთავრობა, კრიმინალმა - ჩვენი დრო მოვიდაო. ეს ძალიან ცუდად ისახება, როგორც ზოგადად ვითარებაზე, ასევე, ცუდად მოქმედებს, მოდით, ასე ვთქვათ, სისტემაზე. მე, ძირითადად, ვისაუბრებ პოლიციაზე.

 

მე პოლიციის სისტემაზე ვნერვიულობ და ვფიქრობ ამ სისტემის ხვალინდელ დღეზე. ვხედავთ, რომ დაკნინებულია პოლიცია და მთლიანად სისტემა, იქიდან გამომდინარე, რომ, დღიდან მოსვლისა, ამ ხელისუფლების მიზანმიმართული ბრძოლა მიდის პოლიციის სისტემასთან.

 

ამ მთავრობის ძირითადი ბირთვი, დიდი ნაწილი ვინც იყო, იყვნენ, ძირითადად, კრიმინალური სამყაროს ლიდერების ადვოკატები წლების განმავლობაში. გინდა თუ არ გინდა, ურთიერთობები ჩამოყალიბდა, ფინანსურად დამოკიდებული იყვნენ მათზე, ერთი ოჯახივით იყვნენ.

 

კბილაშვილი, შაქრო კალაშოვის ადვოკატი იყო და, უცბად, გენერალურ პროკურორად მოგევლინა. მისი პირველი განცხადებები იყო, რომ მოვედით ჩვენ და უნდა გავუსწორდეთ ვიღაცეებსო. გინდაც, მოდით, ავიღოთ პარლამენტარები, წამყვან პოზიციებზე ვინც არიან ქალბატონები - ბესელია და კობახიძე. ესენი არიან მათი ადვოკატები. განცხადებებს აკეთებდნენ და არ ფარავდნენ, რომ კრიმინალებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

 

უნდა დაფიქრდეს ეს მთავრობა. ხვალ აღარ იქნებიან მთავრობაში და ნუ იფიქრებენ იმას, რომ კრიმინალები მათ შეეშვებიან. მე ვიცი კრიმინალების ბუნება. სადაც არ უნდა წავიდნენ, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წავიდნენ, მაინც მიადგებიან და მიუკაკუნებენ კარებზე და ეტყვიან, თქვენ ჩვენი ვალი გაქვთ. იცოდნენ ეს. ეს კრიმინალების ბუნებაში დევს.

 

vინც არ უნდა იყოს მთავრობის წარმომადგენელი, კრიმინალებისთვის მაინც არასანდო და მიუღებელი ხარ. დაადგებიან, წაართმევენ და ბოლომდე ამოწურავენ მაგათ“, - ამბობს ლევან გვაზავა. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !