პირი, რომელსაც სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდება მოუხსნა - სერგეი ჩაპლიგინის დოსიე

Image

"მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ჯაშუშობის ბრალდებით მსჯავრდებულების - დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილის და სერგეი ჩაპლიგინის მიმართ 2011 წლის 25 ოქტომბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და სამივე პირი გაამართლა." - ციტატა მედიიდან. 

 

ვინ არის სერგეი ჩაპლიგინი?

 

როცა "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ ის გაათავისუფლეს, მაშინვე წავიდა საქართველოდან რუსეთში.

 

საინტერესოა, რომ ჩაპლიგინი იყო თბილისში მოქმედი კერძო სკოლა "ინტელექტის" დირექტორის მოადგილე 2002 წლიდან 2011 წლის 17 სექტემბრამდე, ანუ, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებამდე.

 

ეს ის სკოლა გახლავთ, სადაც "თავისუფალი ზონის" წევრებმა გაანადგურეს სასკოლო ე.წ. სახელმძღვანელოები, რომლებიც სინამდვილეში კრემლის პროპაგანდისტული ლიტერატურა იყო. ამ სკოლაში საქმიანობისთვის ჩაპლიგინი რუსეთის ელჩის მიერ დაჯილდოვდა.

 

შეგახსენებთ, ლიტერატურის განადგურების შემდეგ სკოლის მოქმედმა დირექტორმა განახორციელა ზარი: „სერგეი გრიგორიევიჩ, ანი ვსიო უნიჩტოჟილი“, - სერგეი გრიგორიევიჩი კი, დიდი ალბათობით, სწორედ ის სერგეი ჩაპლიგინია.

 

სერგეი ჩაპლიგინი 2000 წლამდე ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო ოლქის შტაბში ავტოსაგზაო სამსახურის უფროსი იყო, ხოლო 2000 წლიდან იგი პენსიაზე გავიდა.

 

ამის შემდეგ, 2001 წელს გაემგზავრა რუსეთის ქალაქ არმავირში, სადაც ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა სამხედრო კომისარიატში, 2002 წელს კი იგი საქართველოში გამოაგზავნეს ჯაშუშის მისიით და კერძო სკოლა „ინტელექტს“ შეაფარეს.

 

ჩაპლიგინი ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წლის 17 სექტემბერს დააკავეს. ის ციხიდან 2013 წელს გაათავისუფლეს. 

 

ეს, რაც შეეხებოდა უშუალოდ სერგეი ჩაპლიგინს. სასამართლოს მიერ ამავე დადგენილებით გამართლებული სხვა პირების შესახებ წერს, მაგალითად, ლევან კვარაცხელია:

 

ის "პოლიტპატიმარი" ჯაშუშები რომელთა მიმართაც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა ხელისუფლებამ მეგის ქარდავას მიერ "წამებულთა" სიაში შედიან და შემდგომ ჯაჭვს კრავენ: 

 

გია გორელაშვილი - რუსეთის ჯაშუში. „რადიომოყვარული“. სადაზვერვო მონაცემებს გადასცემდა რუს ოკუპანტებს რადიო დანადგარის მეშვებოთ, რომლითაც „მსოფლიოს ნებისმიერ წერტილს უკავშირდებოდა“ - როგორც წამოცდა(დაიტრაბახა) სასამართლო პროცესზე. 

 

სერგო თეთრაძე(მინასიანი) - რუსეთის ჯაშუში. გვარი მინასიანი გადაიკეთა თეთრაძედ, საფარი ლეგენდის შექმნის შემდგომ შეაღწია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, მუშაობდა დაზვერვის ოფიცრად. სადაზვერვო მონაცემებს გადასცემდა რუს ოკუპანტებს.

 

დავით ლონდარიძე - რუსეთის ჯაშუში. საქართველოს თავდაცვის სამინსტროს დაზვერვის ოფიცერი. „დაკონსერვებული აგენტი“. აამოქმედეს რუსებმა, როცა ქართული სპეცსამსახურების მიერ გატარებული კონტრ-სადაზვერვო სამუშაოების შედეგად მათთვის გართულდა სადაზვერვო მონაცემების მოპოვება.

 

ედუარდ ტომაშუკი - რუსეთის ჯაშუში. ბელორუსიის მოქალაქე. „ტურისტის“ საფარით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერტილებს გადაუღო ფოტოები. შემდგომ შეხვდა ჯაშუშ დავით ლონდარიძეს, ამ უკანასკნელმა გადასცა სადაზვერვო მონაცემები".

 

 

chapligin.jpg

 

chapligin1.jpg

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !