სოციალურ ქაელებში იხსენებენ საქართველოს ყოფილი პრემიერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას 2012 წლის წინასაარჩევნო მიტინგზე, სადაც თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე და სხვა ტერიტორიებზე ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმის გამოა გაკრიტიკებული, რომ ასწლოვანი ხეები იჭრებოდა.
გუშინ ღამით დაარბიეს ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩუღურეთის რაიონის ოფისი. ჩამსხვრეულია პრაქტიკულად ყველა მინა. დათვალიერებით ჩანს რომ ეს ვანდალური აქტი ჩაიდინა ორგანიზებულმა ჯგუფმა, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით მივიდა ოფისთან აგურებით, ასფალტის ბელტებითა და არმატურებით შეიარაღებული.
7 მაისს NightOffice დიდ საქველმოქმედო კონცერტს მასპინძლობს: ქართული ესტრადის თვალსაჩინო წარმომადგენლები იაშვილის კლინიკის ორი უმძიმესი პაციენტის, 3 წლის ბარბარესა (სპინალური ამინოტროპია) და 6 წლის ნანუკა დოლიძის (მწვავე ლიმპობლასტური ლეიკემია) დასახმარებლად ერთიანდებიან.
რუსთავი-2-ის გადაცემა "არჩევანში" ნაჩვენებ შიმშილობისთვის განწირულთა შორის ერთერთ უმძიმეს დღეში მყოფი მოხუცი ქალბატონიც იყო ნაჩვენები, რომელიც ბაღდათში, ფარღალალა ქოხში ცხოვრობს და სოციალური დახმარება მოუხსნეს, რადგან სახლში სამადლოდ ნაჩუქარ ათამდე წიწილს ზრდიდა, რაც საოჯახო ბიზნესად ჩაუთვალეს.
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ 2012 წელს, წინასაარჩევნო მარათონში ჩაბმული, ღიზიანდებოდა ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებზე და ხშირად მათ დამამცირებლადაც მიმართავდა.
"რომელიღაცის (თბილისის ან ბათუმის ბოტანიკური ბაღის, - რედ.) გასხვისებას აპირებდა, რაღაც გეგმები ჰქონდა, რამდენიმე ზარი ზედმეტად გააკეთა, აირჩიე, რომელი გინდაო..." - ბიძინა ივანიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თბილისისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღთაგან ერთის პრივატიზებას აპირებდა, თავად კი უარი თქვა შეთავაზებაზე.
ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა-,,გირჩი ", ბათუმში, მემედ აბაშიძის 1 ნომერში, აჭარის რეგიონული ოფისი გახსნა. როგორც ..გირჩის" წევრები აცხადებენ, აჭარაში წინასაარჩევნოდ კიდევ რამდენიმე ოფისი გაიხსნება.
"საქართველოს მთავრობა არ არის ეს - კვირიკაშვილი, ქიბროწაშვილი თუ რაც არ უნდა ერქვას. საქართველოს მთავრობა არის ის ზვიგენებთან მოთამაშე, ძალიან არადალაგებული, ხეგლეჯია რუსი ოლიგარქი", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა "პოსტსკრიპტუმთან" ინტერვიუში განაცხადა.
"სენი, როგორიც არის ივანიშვილი, არის ერთჯერადი, როგორც წითელა და მეორედ არ გემართება. როგორც ქუნთრუშა და კიდევ სხვა - ეს არის სახადი", - განაცხადა "პოსტსკრიპტუმთან" ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა.
„ერთადერთი, რის მიმართაც რევანშის განცდა მაქვს და რის დაბრუნებასაც ვაპირებ, ეს არის ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც ბინებად დაშალეს“, - ამის შესახებ ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.