პოროშენკო: სააკაშვილი ჩვენი გუნდის საიმედო წევრია

Image

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დადებითად შეაფასა ოდესის გუბერნატორის - მიხეილ სააკაშვილის მუშაობა და განაცხადა, რომ სააკაშვილი გუნდის საიმედო წევრია. ამის შესახებ მან განაცხადა ოდესის გუბერნატორთან სამუშაო შეხვედრაზე - იტყობინება პრეზიდენტის პრეს-სამსახური. 

 

"სახელმწიფოს მეთაურმა დადებითად შეაფასა სააკაშვილის მუშაობა და იმედი გამოთქვა, რომ "ჩვენი გუნდი, რომლის საიმედო წევრიც არის მიხეილ სააკაშვილი, ბევრის გაკეთებას შეძლებს"", - ნათქვამია შეტყობინებაში. 

 

პრეზიდენტმა სააკაშვილს დაავალა რომ პირად კონტროლზე აიყვანოს ოდესა-რენის გზის მშენებლობა. მან განაცხადა, რომ ამ პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულია რუმინეთი და ბულგარეთი და გამოთქვა რწმენა, რომ გამოიძებნება გზის მშენებლობის დაფინანსების რამდენიმე წყარო.

 

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გასცა შესაბამისი განკარგულება სახელმწიფო ბიუჯეტიდან - რეგიონალური განვითარებისა და ოდესის საოლქო საბჭოს ფონდებიდან თანხების გამოყოფის შესახებ, რათა გზის მშენებლობა უზრუნველყოფილი იყოს როგორც ადგილობრივი, ასევე საოლქო ბიუჯეტიდან.

 

სახელმწიფოს მეთაურმა ასევე აღნიშნა ახალი საბაჟო ტერმინალის მშენებლობის დაჩქარების აუცილებლობა. პრეზიდენტმა ამასთანავე აღნიშნა იმ გარდაქმნების წარმატებული ხასიათი, რაც ოდესის საბაჟომ გაიარა ბოლო წლის განმავლობაში.

 

პოროშენკომ განაცხადა, რომ მოუწოდა გენერალურ პროკურორს, სასწრაფოდ დანიშნოს ოლქის ახალი პროკურორი.

 

"ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მიღებულ იქნას კონკრეტული პრაქტიკული შედეგი. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენ მხარს გიჭერთ პრეზიდენტიც, პრემიერ-მინისტრიც, მთავრობაც, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს რეფორმების ეფექტური, სასწრაფო განხორციელება", - აღნიშნა პოროშენკომ.

 

პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის ფუნქციონირებას ოდესაში და დაავალა გუბერნატორს, გაუწიოს სრული მხარდაჭერა ამ საკითხს და გარდა ამისა, დაეხმაროს იმ სამხედრო მეზღვაურებს, რომლებიც გამოვიდნენ ყირიმიდან და სამხედრო ფიცის ერთგულები დარჩნენ.

 

პოროშენკომ აგრეთვე მოუწოდა სააკაშვილს, გაააქტიუროს მუშაობა ინვესტიციების მოზიდვისა და დაცვის მიმართულებით და ოდესის ოლქის ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის.

 

სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მხარდაჭერისათვის და მზადყოფნა გამოთქვა მოცემული მიმართულებებით მუშაობისათვის.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !