-
2016-05-31 17:49
დღეს „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძემ ეკონომიკურ საკითხებზე ბრიფინგი გამართა.
„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი’’ ფიქრობს, რომ დროა ნაციონალურმა მოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ შეწვიტოს მოსახლეობის მიმართ დამაშანტაჟებელი განცხადებების გაკეთება. პირველი ამბობს, რომ თუ მოქალაქეები არ აირჩევენ ნაციონალურ მოძრაობას, მაშინ ხელისუფლებაში ისევ უუნარო მთავრობა დარჩება, ხოლო მეორე მოქალაქეებს აშანტაჟებს იმით რომ თუ არ აირჩევენ ოცნებას, მაშინ ხელისუფლებაში დაბრუნდება ნაციონალური მოძრაობა. ამ დისკურსის დადასტურებაა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი წერილიც.
მსგავსი განცხადებების ნაცვლად, დროა გადავიდეთ რეალურ ქმედებებზე, რათა მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ არჩევანი პოლიტიკური პარტიების ხედვების და მიზნების მიხედვით გააკეთოს, დროა ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის მთავარ პრობლემაზე - რასაც ეკონომიკა წარმოადგენს და ეს თითქმის ყველა კვლევით დასტურდება.
უკვე ნათელია ვინ იქნება თითოეულ პარტიაში წამყვანი პირი ეკონომიკურ ხედვებთან მიმართებაში, ვის ხედვებზე აეწყობა პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა. ნაციონალურ მოძრაობაში ასეთი არის ბ-ნი რომან გოცირიძე, ოცნებაში - ბ-ნები ხადური და ქუმსიშვილი.
,,ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი”, ვიწვევთ მათ საჯარო დებატების ციკლში ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე სადებატოდ, ნებისმიერ დროს, მათთვის ხელსაყრელ ფორმატში და მოვუწოდებთ მედია საშუალებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ დებატების ჩასატარებლად შექმნან შესაბამისი ფორმატი, რათა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ოქტომბერში სწორი არჩევანი გააკეთოს.” - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ