მოგეხსენებათ, 12 აპრილი არის ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით 18:00 საათზე გაიმართება აქცია პუშკინის სკვერში (თავისუფლების მოედანთან). აქციის მიზანია კიდევ ერთხელ გამახვილდეს ყურადღება ამ თემატიკაზე.
ოდესის ოლქის გუბერნატორი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს უპირისპირდება და აცხადებს, რომ პრობლემა არ იყო მხოლოდ იაცენუკი და პრობლემა, ხშირად, პრეზიდენტის მიდგომებშია. სააკაშვილმა პოროშენკოს ულტიმატუმი წაუყენა.
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა წარადგინა. გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.
NDI-ის კვლევის ფარგლებში შეკითხვაზე: 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ როგორ მდგომარეობაში ხართ თქვენ და თქვენი ოჯახი, რესპონდენტთა 10 %-მა აღნიშნა, რომ ”უკეთესად”, 47 %-ის თქმით, ”იგივე მდგომარეობაში”, ხოლო 42 %-ის განცხადებით, ”უარესად”.
"საზოგადოებრივი ტელევიზიის" ჟურნალისტის მაია რამიშვილის პირად ტრაგედიას - 29 წლის ვაჟიშვილის მოულოდნელ გარდაცვალებას "ფეისბუქზე" ტელევიზიის თანამშრომლები ეხმიანებიან. ტრაგედიის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.
ჰომოფობიური და არაკორექტული ლექსიკით გამორჩეული პოეტის რეზო ამაშუკელის ერთი ლექსი, რომელიც მან საქართველოს კომკავშირს მიუძღვნა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოპულარობით სარგებლობს.
რუსეთის შემნახველი ბანკი ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის ერთერთ უმსხვილეს სპონსორს აფინასებს, სანაცვლოდ კი სანქციების მოხსნის პირობა აქვს მიღებული, - ამის შესახებ Observer „პანამის საბუთებზე“ (Panama Papers) დაყრდნობით წერს.
თუ პური არა, სანახაობა მაინც - "პოსტსკრიპტუმში" აკაკი გოგიჩაიშვილი ჰყვება, როგორ ნაწილდება "კულტურულად" საქართველოში კულტურისთვის გამოყოფილი მილიონები.
"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის სამუშაო ვარიანტი უკვე ცნობილია და მის შესახებ "რუსთავი2" ავრცელებს ინფორმაციას. ძველ, უკვე ცნობილ საახეებთან ერთად, ახალი სახეების დამატებაც განიხილება.
ჯგუფ "მგზავრების" სოლისტმა გიგი დედალამაზიშვილმა სანკტ-პეტერბურგში 9 აპრილს გამართულ კონცერტზე გამოაცხადა, რომ 1989 წლის აპრილის დასაწყისში თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული მიტინგები არმიამ დაარბია. ჯგუფმა წუთიერი დუმილით მიაგო პატივი გმირების ხსოვნას.