რუსეთი ახორციელებს პროპაგანდას,როგორც საქართველოს, ასევე სხვა ახალი დემოკრატიების მიმართ- ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც რეგიონში არსებობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე მაია ბ. დააკავეს.
ეს არის გარკვეულად შეცდომაში შეყვანილი ადამიანი - საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარეს უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ პრეზიდენტი კონსულტაციებით ცდილობს პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობოები დაარწმუნოს, რათა მათ საკონსტიტუციო კომისია დატოვონ.
მკვლელობის მომზადების მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა მამა გიორგი მამალაძემ, შიმშილობა შეწყვიტა. ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2" ავრცელებს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ საქართველოს პრეზიდენტი მართავს კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა მათ საკონსტიტუციო კომისია დატოვონ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ეხმაურება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტს კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. საქმე ეხება მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისიაში შემავალ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართულ კონსულტაციებს, რომელიც მიზნად კომისიიდან მათ გასვლას ისახავს.
დიდი პატივია, რომ 26-29 მაისს საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ტარდება და ამავე ღონისძიებაზე ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი იგეგმება.
ბუდაპეშტის ქუჩის 3 ნომერში 70 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
მკვლელობა ოკუპირებულ აფხაზეთში. გალის რაიონის სოფელ სიდაში ცოლ-ქმარი სოფო და გია წურწუმიები მოკლეს.
ავადმყოფობის შედეგად 83 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.