წარმოიდგინეთ პრეზიდენტი ომს აცხადებს, მაგრამ არ აქვს უფლება იკითხოს რატომ ?-მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

Image

წარმოიდგინეთ, პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს ეუბნება, ომი გამოაცხადოს, მაგრამ პრეზიდენტს უფლება არ აქვს იკითხოს, ომს რატომ აცხადებს

- ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შეხვედრაზე განაცხადა, სადაც უშიშროების საბჭოს გაუქმების და პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხს გამოეხმაურა.

„წარმოდგენილი მოდელით, გვთავაზობენ, რომ უშიშროების საბჭო გავაუქმოთ და თავდაცვის საბჭო შევქმნათ, რომელიც მხოლოდ ომის დროს ფუნქციონირებს. წარმოიდგინეთ რა ვითარებაა, როცა ჩვენს საუკუნეში ომი ხორციელდება არა მხოლოდ საომარი მოქმედებებით. ვინ, თუ არა თქვენ, იცით, რომ 90-იანებში ომი იყო, თუმცა მისთვის ომი არავის დაურქმევია.

 

უკრაინაში რომ იყო, ამას მერე ჰიბრიდული ომი დაარქვეს. ჰიბრიდული ომი გამოცხადების გარეშე მიმდინარეობს. წარმოიდგინეთ, პრემიერი პრეზიდენტს ეუბნება, ომი გამოაცხადოს და პრეზიდენტს უფლება არ აქვს იკითხოს, ომს რატომ აცხადებს?! პრეზიდენტმა პირდაპირ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს, ომი კითხვის გარეშე უნდა გამოაცხადოს და პარლამენტს გადაუგზავნოს. რა საჭიროა, ასეთი მთავარსარდლის ფუნქცია, რომელსაც არც ეკითხებიან, ომი გამოსაცხადებელია თუ არა.

 

წარმოიდგინეთ, თავდაცვის საბჭო ფუნქციონირებას მხოლოდ ომის შემთხვევაში იწყებს და პრეზიდენტი ამ პროცესში მონაწილეობს, რომელმაც მართვის შესახებ არაფერი იცის, სამხედრო ძალებთან არანაირი შეხება არ აქვს და არ იცის, რას ნიშნავს, სამხედრო ოპერაციის ჩატარება პოლიტიკურად. თავდაცვის საბჭო მხოლოდ ომის დროს იქმნება. კონსტიტუციური ორგანო, რომელიც მოწოდებული იყო ქვეყნის სამხედრო თავდაცვის აღმშენებლობისთვის, საქართველოს კონსტიტუციას აღარ სჭირდება? - ამ ორგანოს მაგივრად ხმამაღალი ლოზუნგი ჩაიწერა, რომ ჩვენი მიზანია, ნატო.

 

მირჩევნია, კონსტიტუციაში არანაირი ლოზუნგი არ ეწეროს და ქმედითი სტრუქტურა იყოს, რომ ქვეყანა თავდაცვის უნარიანობით გააძლიეროს. ეს არის ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და არა ის, რომ პრეზიდენტისთვის ჩამორთმეულია. საკონსტიტუციო სტრუქტურას გეუბნებით, თორე, ბარემ, სტოლტენბერგი ჩაგვეწერა“, - დასძინა პრეზიდენტმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?