5% ბარიერი მაღალია-პრეზიდენტი საარჩევნო სისტემას აკრიტიკებს

Image

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, 5%-იანი ბარიერი ოპოზიციური პარტიებისთვის პრობლემურად მაღალია.  

 

„ჩვენ უნდა გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე და ეს ამ საარჩევნო სისტემაში უზრუნველყოფილია. უზრუნველყოფილია , მაგრამ შიგნით არის ჩადებული ისეთ ისისტემა, რომელიც ჩემზე და ბევრ ადამიანზე არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არის სამართლიანი სისტემა. რა არის არჩევნების სამართლიანობის განმსაზღვრელი. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვასრულებთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას, მივდივართ საარჩევნო უბანში და ვირჩევთ პოლიტიკოსს.

 

თითოეული ჩვენი ხმა არის უაღრესად ფასეული. ეს ხმა ქმნის ხელისუფლებას, ამ ხმების გათვალისწინება ქმნის დემოკრატიას და შევხედოთ რა სისტემა არის ჩამოყალიბებული. პირველი- 5% საარჩევნო ბარიერი, რომელიც თავისთავად ოპოზიციური პარტიებისთვის პრობლემურად მაღალია, შემდგომი ნაბიჯი - ბლოკების უარყოფა, როდესაც მე ვუსმენდი პატივცემულ გამომსვლელებს, მათთვის ესეც მიუღებელია. 

 

ახლა როდესაც ამის ლეგიტიმაცია ხდება იმიტომ, რომ ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ ოპოზიციურ პარტიებს, ეს ოპოზიციური პარტიები ხომ არ არიან გასულები მომსახურეობის ზონიდან, ჰკითხეთ ოპოზიციურ პარტიებს, რა უნდათ, როგორ უნდათ მათ რომ ხელი შეუწყოთ. 

 

თუ ჩვენ მათ პრობლემას ვუქმნით და ისინი ამბობენ, რომ 5%-იანი ბარიერიც და ბლოკების შექმნაც არის ჩვენთვის პრობლემა, რა უფლებით ვასწავლი მე მაგალითად ან ირმა ინაშვილს ან ჭიაბერაშვილს მისთვის რა არის უკეთესი. რატომ ვიცი მე უკეთესად. რატომ არ ვეკითხები ოპოზიციონერებს, თქვენ როგორი სისტემა გინდათ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?