
ტყიბულში, მინდელის შახტაში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
დღეს მომხდარი შემთხვევის შედეგად, სავარაუდოდ, ოთხი მეშახტეა გარდაცვლილი.
არსებული ინფორმაციით, შახტაში ბაგირი გაწყდა, რასაც სავარაუდოდ მსხვერპლი მოჰყვა. ადგილზე ეკონომიკის მინისტრი გაემგზავრა.