-
2017-05-09 19:58
საქართველოს პრეზიდენტი პრემიერის აშშ-ში ვიზიტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს ვიზიტი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა საქართველოსთვის.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ნათლად აფიქსირებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.
„მინდა, მივესალმო შეხვედრებს, რომელიც ჩატარდა ვაშინგტონში, ეს არის ჩვენი დიპლომატიური კორპუსის წარმატება. ვიცე-პრეზიდენტი და შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი, რომელთა დღის წესრიგიც ძალიან გადატვირთულია, შეხვდნენ პრემიერ-მინისტრს.
ისინი ნათლად აფიქსირებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი დიპლომატიის, ჩვენი ერთობლივი საქმის გამარჯვება. ეს არის ის, რითიც საქართველო ასე ძლიერად დგას საერთაშორისო არენაზე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.