-
2017-05-09 12:54
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ამბობს, რომ წინასწარი მონაცემებით ლუჟკოვი საქართველოში ლეგალურად შემოვიდა და მას საბაჟოზე წარდგენილი დოკუმენტები წესრიგში ჰქონდა.
”დანარჩენი არის დამატებითი გარკვევის საგანი. შემოვიდა ლეგალური საბუთით, რომელშიც რაიმე მონაცემი იმის შესახებ, რომ მას ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობა დარღვეული, არ იყო და შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა ფორმალური საფუძველი, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო”, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.