
საქართველოში ,,ღამის მგლების" ვიზიტს საქართველოს პრეზიდენტი კონკრეტული კომენტარით არ ეხმაურება, თუმცა ის ზოგადად რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ანექსიაზე საუბრობს .
„ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისთვის მიმდინარეობს არა მხოლოდ ოკუპაციის ხაზთან, არამედ მიმდინარეობს ჩვენს რწმენაში, რომ ჩვენ არ შევეგუოთ ამ ისტორიულ უსამართლობას.
იცოდეთ, რომ დღეს თითოეული ნაბიჯი, რომელიც იდგმება ოკუპანტის მიერ, არის იმისთვის, რომ თქვენ გატყდეთ და რამენაირად ტვინში დაუშვათ, რომ ეს ისტორიული უსამართლობა მისაღებია,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.