-
2017-11-03 14:42
დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტი მიხაილ კადიევი აცხადებს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. კადიევი ქართველ ხალხს მიმართავს და დახმარებას სთხოვს:
“მე დავკარგე იმედი, მივმართე ყველა სტრუქტურას თუმცა, უშედეგოდ. აღარ ვენდობი ამ ხელისუფლებას, ამიტომ მივმართავ ქართველ ხალხს. მე უნდა დამაკავონ რუსეთში ექსტრადიციის მიზნით. ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. რადგან მომექცევიან ისე, როგორც ჩემს მეგობარს მოექცნენ. Youtube-ზე შეგიძლიათ ნახოთ მაგომედოვის დაკავების კადრები, სადაც ჩანს როგორ ესვრიან "ფეესბეს"ნიღბიანი აგენტები მეჩეთთან.
ის ჩემს საქმეზე დააკავეს და ამის შესახებ მე სასამართლოშიც განვაცხადე, მაგრამ დევნილთა სამინისტრო მეუბნება, რომ მას სხვა საქმეზე აკავებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პროკურატურა პირდაპირ ამბობს, რომ მაგომედოვს ჩემს საქმეზე იჭერდნენ. მე მაქვს ყველა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ უდანაშაულო ვარ. თუ დამაკავებენ, რუსულ ციხეში მე სიკვდილი მელოდება, ამიტომ, ვთხოვ ქართველ ხალხს დახმარებას, რომ რამენაირად მოახდინონ გავლენა მდგომარეობაზე," - აცხადებს კადიევი.