
კრიმინალურმა პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა, რომელსაც მანქანით იარაღი გადაჰქონდა.
ავტომობილის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა გადაჭრილი თოფი, ხელყუმბარა, ვაზნები და დანა ამოიღეს.
აღმაშენებლის ხეივანში გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. დაკავებული მამაკაცი სამართალდამცავებმა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.