სააპელაციო სასამართლომ 10 პოლიტიკური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა

Image

სააპელაციო სასამართლომ 10 პოლიტიკური პარტიის ერთობლივი სარჩელი არ დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ოპოზიციური პარტიები ხმების ხელახლა გადათვლას და თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.

 


ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს.
„ზოგი ჭირი მარგებელია და აი ეს ჭირი, რაც ვნახეთ მათ შორის, მარგებელი იქნება სტრასბურგში. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული არგუმენტი, რომ მთელი ამ ადგილობრივი არჩევნების დროს იმ უამრავი დარღვევებიდან, რაზეც მიუთითებდა ოპოზიცია, მათ შორის ბევრი წარმოდგენილი იყო ვიდეო ფირზე, ბევრი წარმოდგენილი იყო მოწმეთა სახით გამტკიცებული იყო ეს ყველაფერი, ამ მტკიცებულებებიდან არც საუბნომ, არც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, არც საქალაქომ და არც სააპელაციომ არ გაითვალისწინა არცერთი და თქვეს, რომ უბრალოდ დარღვეული არის პროცედურული ნაწილი,“ - განაცხადა პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარემ კახა კუკავამ.

 

”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრის დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო მოსალოდნელი, რადგან მისი თქმით, დღეს ქვეყანაში არ არსებობს მართლმსაჯულება.


ნინო ბურჯანაძის შეფასებით კი, 2017 წლის არჩევნები დარჩება ქვეყნის ისტორიაში „15 ლარიანი არჩევნების“ სახელწოდებით და „დემოკრატიული მოძრაობა“ უზრუნველყოფს, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდეს ის დარღვევები, რომელიც დაფიქსირდა თვითმმართველობის არჩევნებზე.
ცესკოს წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ მტკიცებულებები, რომელიც წარმოადგინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ადასტურებს, რომ შემაჯამებელი ოქმები იყო კანონის შესაბამისი და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის აუცილებლობა.
წყარო:რუსთავი2

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !