თადეოზ სტეფანწმინდელის სავანე მზრუნველობას საჭიროებს

Image

ქვეყნისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია რელიგიური ტურიზმის ხელშეწყობა. სამწუხაროდ, ტურისტებსა და საქართველოს მოქალაქეებს არ ეძლევათ საშუალება სრულყოფილად მოილოცონ ასურელ წმინდა მამათა სავანეები.

 

რამდენიმე ღირსი მამის მოღვაწეობის ადგილი საქვეყნოდ ცნობილია. ხშირია სასკოლო ტურები.
მეტნაკლებად მოვლილი და დაფასებულია ასურელი მამების სამოღვაწეო ადგილი და რატომღაც გამონაკლისია ერთ-ერთი ღირსი მამის თადეოზ სტეფანწმინდელის მოღვაწეობისა და სავარაუდო დაკრძალვის ადგილიც.

 

მომლოცველთა ჯგუფი, რომელიც თადეოზ სტეფანწმინდელის მოღვაწეობისა და დაკრძალვის ადგილის მოსალოცად წავიდა, „აფხაზეთის ხმას“ სწერს:

 

„აღვუთქვით რა უფალს ასურელ მამთა ნამოღვაწართა მოლოცვა. ინტერნეტ მეგზურებისა რუკების გამოყენებამაც არ მოგვცა შედეგი. რომ არა კასპში მოღვაწე მამა იოანეს გულისხმიერება, რომელმაც ჩვენი გაცილება ითავა, ალბათ ვერ გავიკვლევდით გზას.

 

გზას, რომელიც წყალს რამდენიმე ადგილზე წაღებული აქვს და ნახევრად გაბალახებული ბილიკებია. ტაძრის შემჩნევაც მთებში მხოლოდ ერთი ადგილიდანაა შესაძლებელი.

 

გარემო საოცრად წააგავს შიო-მღვიმის სამონასტრო კომპლექსს. ფერდობებზე ახლაც შეიმჩნევა ბერების მღვიმე-კელიები -- მოწმენი წარსულში სულიერი ღვაწლისა. დღეისთვის ეკლესიის სახურავი მთლიანად ჩამოქცეულია, კედლებიც ნახევრად დანგრეული და დაბზარულია.

 

ვნახეთ მიწაში ამოღებული ნახევრად გაწმენდილი მღვიმე, სადაც ღირსი მამა თადეოზ სტეფანწმინდელი მოღვაწეობდა. სავარაუდოდ ის იქვეა დაკრძალული“.

 

მომლოცველთა ჯგუფმა „აფხაზეთის ხმას“ ფოტოებიც გამოუგზავნა, რომლებსაც აქვე ვაქვეყნებთ.

tadeoz1.jpg

tadeoz2.jpg

tadeoz3.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !