შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ტატო კუჭავა "ფეისბუქში" 112-შის მიერ გადარჩენილ ადამიანებზე წერს: "ამბავი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ", - ასე დაასათაურა მან სტატუსი.
არქიტექტურის სამსახურში გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ განუცხადა.
უკრაინაში ქართველი მებრძოლი მძიმედ დაიჭრა. ის მუცლის არეშია დაჭრილი და უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.
საქართველოს ისეთი პრეზიდენტი სჭირდება, როგორც ვლადიმერ პუტინია- ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ გერმანული ტელეკომპანია "Deutsche Welle"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რუსეთში ვიზიტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალში მისი ვიზიტები შესაძლოა მის საპრეზიდენტო გეგმებს დაუკავშირდეს:
ლარს არავითარი პრობლემა არ აქვს, მოძრაობს ისე, როგორც უნდა იმოძრაოს სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელმა ეროვნულმა ვალუტამ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
ბაქოში გუშინ აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ მუხთარლის ადვოკატების შუამდგომლობა – საპატიმრო ღონისძიების შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ არ დააკმაყოფილა.
მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება. შესაბამისი ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ხორციელდება.
86 წლის ასაკში დღეს დილით ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა. ის ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში აგვისტოს თვეში მოათავსეს. ჯანსუღ ჩარკვიანის პირველი ლექსი 1947 წელს გამოქვეყნდა.
სააპელაციო სასამართლომ 10 პოლიტიკური პარტიის ერთობლივი სარჩელი არ დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ოპოზიციური პარტიები ხმების ხელახლა გადათვლას და თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.