-
2018-03-05 13:33
„მშვიდობა ომზე მეტია!" - თბილისში ამ სლოგანით მიმდინარე აქციას 12 ქალაქი შეუერთდა. მათ შორის იყო თელავი, ქუთაისი, ფოთი, გორი, ოზურგეთი - რეგიონებში აქციები ყველგან თეატრების წინ გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა სანთლებითა და ყვავილებით, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.
მათი თქმით, მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს გვერდით დაუდგეს.
აქცია ოკუპაციის წინააღმდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ემიგრანტებმაც გამართეს.