
ბაქოში, ნარკოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრში გაჩენილ ხანძარს 25 ადამიანი ემსხვერპლა.
ცეცხლი შენობას გუშინ გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. გარდაცვლილთა ცხედრები მაშველებმა მხოლოდ ხანძრის ჩაქრობის შემდეგ აღმოაჩინეს.
სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით საავადმყოფოში 4 ადამიანია გადაყვანილი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.