
მიწა-კლდის მასის ჩამოწოლის გამო სამეგრელო ზემო სვანეთის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა შეზღუდულია.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 33-ე კმ. მონაკვეთზე შეფერხებულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება გუდაური-კობის საავტომობილო გზაზე.