Die Welt-ზე გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა სექტემბერში 238 იყო, ოქტომბერში - 355, ნოემბერში - 444, დეკემბერში - 522, ხოლო იანვარში - 745 ადამიანი.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ბოლო თვეების განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა.
გერმანიის ფრაქცია "ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირისა" და "ქრისტიანულ-სოციალური კავშირის" ფრაქციის სპიკერის სტეფან მაიერის თქმით, ბევრი ქართველი უბრალოდ ბოროტად იყენებს უვიზო რეჟიმს.