
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები უკრაინის პრეზიდენტის დაკითხვას ითხოვენ.
საქმე ეხება პეტრო პოროშენკოს განკარგულებას, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით.
„ჩვენ შუამდგომლობით გამოვალთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი მოწმის სახით დაიკითხოს, რათა განმარტოს მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებისა და ჩამორთმევის საფუძვლები“ აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი.