
ოსკარის 90-ე დაჯილდოების ცერემონია დასრულდა. კინო-აკადემიამ წლის საუკეთესო ფილმად გილერმო დელ ტოროს ,,წყლის ფორმა"" დაასახელა.
ამავე სურათისთვის დელ ტორომ საუკეთესო რეჟისორის ტიტულიც მოიპოვა. ,,წყლის ფორმამ"" სულ 4 ოსკარი მიიღო.
მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ფილმში ,,ბნელი საათი"" გარი ოლდმანი დაჯიდოვდა. ეს მისი პირველი ოსკარია.
ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოქროს ქანდაკება ფრენსის მაკდორმანს გადაეცა, სურათისთვის ,,სამი ბილბორდი ებინგის მიღმა, მისურიში".
წლის საუკეთესო ანიმაციად ,,კოკო“ დასახელდა.