ევროკომისიის პრეზიდენტთან ძალიან საინტერესო, შინაარსიანი საუბარი შედგა; საუბარი შეეხო იმ ერთობლივ ძალისხმევას, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსთან ერთად პანდემიის ბრძოლის კუთხით ახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა.
ესპანეთში კორონავიუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ საერთო ჯამში 200 000-ს გადააჭარბა. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე 4266 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 210-ს მაღწია. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსით 399 ადამიანი დაიღუპა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას პარლამენტი, სავარაუდოდ, 22 აპრილს დაამტკიცებს. მისივე განმარტებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედება წყვეტას არ განიცდის და მისი გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება მაშინვე შევა ძალაში, როგორც კი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი შესაბამის ბრძანებას ხელს მოაწერენ.
ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის სიხარულის თანაზიარნი გავხდით. სრულიად საქართველოს ვლოცავ და ვავედრებ უფალს; ვავედრებ ჩვენს წინაპრებს, თითეული თქვენგანის იმ ქვეყნად წასულ ოჯახის წევრს, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაშია ნათქვამი.
ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ბადრი ქათამაძე რომელმაც გუშინ, მიხეილ სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკაში ხანძარი გააჩინა, სუს-ის აგენტია, რომელიც ხელისუფლების მხრიდან სრული ხელშეუხებლობით სარგებლობს. ბოკუჩავას ინფორმაციით, ბადრი ჯაფარიძემ წინა წლებშიც არაერთი დანაშაული ჩაიდინა, რომელთა ნაწილიც დღესაც გამოუძიებელია.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობას ახალი ინიციატივით მიმართავს. როგორც „აფხაზეთის ხმას“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს, სააკაშვილი მზადაა აშშ-ს, ევროპული სახელმწიფოების და სერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან მოლაპარაკებები აწარმოოს და საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს.
ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე აცხადებს, რომ არ გამორიცხავს, ბაჩო ქათამაძე, რომელმაც „მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში“ ხანძარი გააჩინა, რომელიმე უწყების დავალებას ასრულებდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტი მკურნალობს, მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 9 პაციენტიდან 7 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. როგორც რატიანმა კლინიკასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მათი მდგომარეობა თანმხლები პათოლოგიების გამო დამძიმდა.
სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1339-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათის მანძილზე ვირუსს კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა.