საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალურ მდივანს ესაუბრა

Image

საქართველოს პრეზიდენტი დღეს გაერო-ს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტიერეშს ტელეფონით ესაუბრა.


 
ანტონიუ გუტიერეშმა მაღალი შეფასება მისცა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ქმედით და დროულ ღონისძიებებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს მიღწეული შედეგი სწორედ იმითაა განპირობებული, რომ საქართველომ ვირუსთან საბრძოლველი ყველა საჭირო ზომა სწორ დროს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვირუსის გავრცელებით გამოწვეულ სირთულეებზე და კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ხელისუფლების მზაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დახმარების თაობაზე.
 
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გლობალური კრიზისის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია   საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა და ჩართულობა. საუბარი შეეხო ცეცხლის გლობალურად  შეწყვეტის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას.
 
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა კრიზისის საპასუხოდ, საერთაშორისო თანამეგობრობის სოლიდარობასა და გენერალური მდივნის ცეცხლის გლობალურად შეწყვეტის შესახებ მოწოდებაში ვითარების დეესკალაციის მნიშვნელობას. გუტიერეშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის გლობალურად შეწყვეტის ინიციატივაში სწორედ დეესკალაციის პროცესის გააქტიურება იგულისხმება. საქართველოს პრეზიდენტმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა გაეროს წევრი ქვეყნების მიერ გენერალურ ასამბლეაზე მიღებულ იმ რეზოლუციაზე ისაუბრეს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე (რომელსაც მომავალში მიიღებენ) ყველა სახელმწიფოსათვის თანაბარ და დროულ ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან პანდემიის დასამარცხებლად აუცილებელია ყველა ქვეყანას გააჩნდეს ვირუსთან ბრძოლის ვაქცინა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !