საინფორმაციო სააგენტო „რესი“ აქვეყნებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის იტალიაში, სარდინიის ქალაქ ლანუზეიში, სადაც, მათივე თქმით, ცხინვალსა და ლანუზეის მერიას შორის დაიდო შეთანხმება ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის შესახებ.
მოსახლეობამ, რომელიც სვანეთში ხუდონჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება, ხაიშიდან გამოაძევა თბილისიდან გაგზავნილი სპეციალისტები, რომლებსაც მიწის აზომვითი სამუშაოები უნდა ჩაეტარებინათ.
რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზა, რომელიც გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მდებარეობდა, ხანძარმა მიწასთან გაასწორა. დამწვარია, ძირითადად, სამხედრო პირების საცხოვრებელი ყაზარმები და სათავსოები.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ვიდეოპორტალებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებზე ისაუბრა, სადაც მუხროვანში მომხდარი ამბოხების დეტალია აღბეჭდილი.
დღეს ვიდეოპორტალ „იუთუბზე“ ატვირთული სკანდალური ვიდეოს შესწავლა, სადაც ვანო მერაბიშვილი, დათა ახალაია, ირაკლი კოდუა და შსს-ს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები ფიგურირებენ, პროკურატურაში უკვე დაწყებულია.
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი უკრაინის ოპოზიციური პარტია „უდარის“ ლიდერს, ვიტალი კლიჩკოს მიმართავს.
livejournal.com-ის იუზერი gzbender აქვეყნებს სოხუმში 2014 წლის იანვრის დასაწყისში გადაღებულ ფოტოებს.
ქართული სამხედრო პროდუქციის დიზაინერი ზვიად ციკოლია, რომელიც წარმოების შეჩერებისა და შესაძლო დევნის გამო იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა, აღნიშნავს, რომ ქართული სამხედრო წარმოება პირადად ბაჩო ახალაიას და რეზო ჭარბაძის ინიციატივაა.
რეჟისორი რობერტ სტურუა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ურჩევნია, სიძულვილის გრძნობით შეპყრობილი, დაუნდობელი წავიდეს ამქვეყნიდან. სტურუა აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს:
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ხელისუფლების წარმომადგენლებს შეკითხვას „ფეისბუქის“ საშუალებით უსვამს. დეპუტატი სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებულ საფრთხეებს მიმოიხილავს და ინტერესდება, ვინ იღებს პასუხისმგებლობას ქართული დელეგაციის უსაფრთხოებაზე.