
ცოტა ხნის წინ დასრულდა სპეცოპერაცია თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც მძევლები ჰყავდა აყვანილი.
წინასწარი ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქემ, რომელსაც საქართველოში ბიზნესი აქვს, თანამშრომელი მოკლა.
იგი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ლობარდში იყო ჩაკეტილი და მძევალიც ჰყავდა აყვანილი. მკვლელობა გუშინ მოხდა.
შსს განცხადებას სპეცოპერაციასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში გაავრცელებს.