
„ქრისტიან დემოკრატიული“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, კოალიცია „ქართული ოცნება“ შემოდგომაზე დაიშლება.
ამის შესახებ განცხადება ვეფხვაძემ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა:
"დღეს ის პარტიები, რომლებიც ხელისუფლებაში არიან ოპოზიციაში იქნებიან. ხელისუფლებაში კი დღევანდელი სამთავრობო გუნდი იქნება. შემოდგომაზე ღარიბაშვილი კოალიციას დაფერთხავს- ვადამდელ არჩევნებს ჩაატარებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის რომ კოალიციაში შემავალი პარტიების ხედვები და მიდგომები რადიკალურად განსხვავებულია თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ. გაინტერესებთ რატომ არ დაიშალა კოალიცია აქამდე?!
დღეს პარტიებს უფრო სჭირდება "ოცება" ვიდრე „ოცნებას" სხვა პარტიები. 2012 წლის არჩევნების შემდეგ: ივანიშვილმა უთხრა კოალიციაში შემავალ პარტიებს "აბა ბიჭებო დავიშალეთო", მაგრამ მაშინ პარტიებმა უთხრეს, რომ თუ დაიშლებოდნენ მას ვერ ექნებოდა საპარლამენტო უმრავლესობა. ივანიშვილიც არსებულმა კონფიგურაციამ შეაშინა. ახლა კი ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, უფრო სწორედ დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნებში 60-70 პროცენტს მისი პარტია აიღებს. ამიტომ ეცდება ვადამდელი არჩევნები ჩაატაროს" - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.