
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი თარგამაძემ ბიძინა ივანიშვილის ახალშექმნილ ორგანიზაცია "მოქალაქეს" კორუფციისა და ნეპოტიზმის თემებით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
"... მე ვთავაზობ ბიძინა ივანიშვილს, პირველივე თემად საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, აიღოს ეს თემა, მისივე კრიმინალური დაჯგუფების მიერ პროცესში მყოფი ძალადობრივი მონოპოლიზაციის სიტუაცია...", - აღნიშნა გივი თარგამაძემ.