
სოჭში თბილისიდან პირდაპირი ავიარეისი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ შედგა. თვითმფრინავის ბორტზე ოლიმპიადის ქართული დელეგაციის წევრები იყვნენ.
დელეგაციის წევრებს შორისაა ცნობილი ქართველი ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია, რომელიც სოხუმელია და იქ მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მისი სახლი დაიბომბა. დაბომბვის დროს თენგიზ პაჭკორიას მამა გარდაიცვალა, თავად ჟურნალისტმა კი კონტუზია მიიღო.